Thursday, March 24, 2011

Google Analytics

Google Analytics არის გუგლის უფასო სერვისი. მისი საშვუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს რამდენი მომხმარებელი სტუმრობს მის ვებგვერდსა თუ ბლოგს ყოველდღიურად. ეს არის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ვებ სტატისტიკის სამსახური.

21-ე საუკუნეში მსოფლიოს მასშტაბით არ არსებოს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ვინ ნახულობს მის გვერდს და მსოფლიოს რომელი კუთხიდან ადევნებს თვალს მის საქმიანობას ინტერნეტ სივრცეში. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არცერთი საქმიანობა არ ხორციელდება ინტერნეტის გარეშე.

Google Analytics კარგ შესაძლებლობას აძლევს სარეკლამო ვებსაიტებს დააკვირდნენ მათი ვებგვერდებით მომხმარებელთა დაინტერესების დინამიკას და მის მიხედვით განსაზღვრონ და დაგეგმონ რეკლამები თუ სხვა მარკეტინგული ნაბიჯები.

No comments:

Post a Comment