შრიფტი— ასო-ნიშანთა მოხაზულობის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ერთიანი სტილისტური და კომპოზიციური სისტემის ნაწილს შეადგენს. შრიფტი ძირითადად შედგება ანბანის ასოების, ციფრებისა და პუნქტუაციური ნიშნებისგან. შრიფტი შეიძლება ასევე შეიცავდეს იდეოგრამებსა და სიმბოლოებს (მაგ. მათემატიკური ან კარტოგრაფიული გლიფები).
ზოგადად შრიფტი შეიძლება იყოს 8 ბიტიანი ან 16 ბიტიანი (უნიკოდი), 8 ბიტიანი ფონტი შეიცავს 255 სიმბოლოს, იგი შეიძლება შეიცავდეს 1 ან 2 ენის სიმბოლოებს.
16 ბიტიანი ანუ უნიკოდ შრიფტი იყენებს უნიკოდ კოდირებას და იგი ფაქტირუად შეიძლება შეიცავდეს ყველა დამწერლობის შესაბამის სიმბოლებს.
ცხადია უნიკოდ ტექნოლოგია წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა დღესაც გვხვდება სიტუაცია როდესაც უნიკოდ ტექნოლოგიის გამოყენების შეუძლებლობის გამო იძულებული ვართ გამოვიყენოთ 8 ბიტიანი კოდირება, თუმცა ასეთი შემტხვევები სულ უფრო და უფრო მცირდება და საბოლოოდ ალბათ უნიკოდი მთლიანად დამკვიდრდება ყველა სფეროში.
შრიფტები იყოფა სამ ტიპად: 1. არაალტერნატიული შრიფტი. 2 ალტერნატიული 8 ბიტიანი შრიფტი. 3. უნიკოდ შრიფტები.
1) და 2) ტიპის შრიფტები არის 8 ბიტიანი კოდირების.
არაალტერნატიული შრიფტში ქართული ასოები არის ინგლისური ასების მაგივრად და შესაბამისად ეს შრიფტი შეიცავს მხოლოდ ერთი ენის - ქართულის შესაბამის ასოებს და სიმბოლოებს. ამ შრიფტის დადებითი მხარე არის ის რომ მის გამოყენებას არ ჭირდება არანაერი ენობრივი მხარდაჭერა, იქ სადაც მუშაობს ინგლისური შრიფტი, იმუშავებს არაალტერნატიულიც, ამას გარდა მისი აკრეფა შესაძლოა სტანდარტული ინგისური კლავიატურის დრაივერით, ამ დროს ქართული ასოები ძირითადად ემთხვევა შესაბამის ინგლისურ ასოებს. მაგრამ ამ ფონტს გააჩნია რამდენიმე საკმაოდ დიდი ნაკლი,
ა) შეუძლებელია ამ შრიფტით ერთდორულად ლათინური და ქართული სიმბოლოების გამოყენება, მაგალითად შეუძლებელია ასეთი ტექსტი აკრეფა - "კომპიუტერი Pentium III" (აიკრიფება "კომპიუტერი Pენტიუმ III");
ბ) შეუძლებელია ასეთ ტექსტში სრულყოფილი ძებნის და სორტირების გამოყენება, იმის გამო რომ ინგლისური დიდი და პატარა ასოები ძებნისას განიხილება როგორც იდენტური;
არალტერნატიული შრიფტების მაგალითებია აკადნუსხური, ლიტნუსხური და ა.შ.
ალტერნატიულ შრიფტებში გამოსწორებულია პრობლემა ა) მაგრამ არაა გამოსწორებული პრობლემა ბ) სრულყოფილად. ალტერნატიული ფონტების უმეტესობა იყენებს კოდირებას GESCII რომელიც დამტკიცებულია სტანდარტიზაციის დეპარტამენტთან არსებული სტანდარტიზაციის კომიტეტში და ამ სტანდარტმა ტავის დროზე დადებითი როლი ითამაშა არაალტერნატიული შრიფტების ჩანაცვლებაში. ასეთი შრიფტების მაგალითებია geo_arial, geo_times და ა.შ.
უნიკოდ შრიფტებში ყველა ზემოთხსენებული პრობლემა არის აღმოფხვრილი, იგი რეკომენდირებულია ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დღეისათვის მაიკროსოფტის მიერ წარმოებული ყველა მასიური პროდუქტი უზრუნველყოფს უნიკოდ კოდირებით მუშაობას და უნიკოდ ფონტების გამოყენებას. უნიკოდის დღევანდელი ვერსია შეიცავს ქართულ ანბანს და ამიტომ ქართუილთან პრობლემები არ იქნება უნიკოდის გამოყენებისას. უნიკოდ შრიფტის მაგალითია Sylfaen .