შრიფტი— ასო-ნიშანთა მოხაზულობის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ერთიანი სტილისტური და კომპოზიციური სისტემის ნაწილს შეადგენს. შრიფტი ძირითადად შედგება ანბანის ასოების, ციფრებისა და პუნქტუაციური ნიშნებისგან. შრიფტი შეიძლება ასევე შეიცავდეს იდეოგრამებსა და სიმბოლოებს (მაგ. მათემატიკური ან კარტოგრაფიული გლიფები).
ზოგადად შრიფტი შეიძლება იყოს 8 ბიტიანი ან 16 ბიტიანი (უნიკოდი), 8 ბიტიანი ფონტი შეიცავს 255 სიმბოლოს, იგი შეიძლება შეიცავდეს 1 ან 2 ენის სიმბოლოებს.
16 ბიტიანი ანუ უნიკოდ შრიფტი იყენებს უნიკოდ კოდირებას და იგი ფაქტირუად შეიძლება შეიცავდეს ყველა დამწერლობის შესაბამის სიმბოლებს.
ცხადია უნიკოდ ტექნოლოგია წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა დღესაც გვხვდება სიტუაცია როდესაც უნიკოდ ტექნოლოგიის გამოყენების შეუძლებლობის გამო იძულებული ვართ გამოვიყენოთ 8 ბიტიანი კოდირება, თუმცა ასეთი შემტხვევები სულ უფრო და უფრო მცირდება და საბოლოოდ ალბათ უნიკოდი მთლიანად დამკვიდრდება ყველა სფეროში.
შრიფტები იყოფა სამ ტიპად: 1. არაალტერნატიული შრიფტი. 2 ალტერნატიული 8 ბიტიანი შრიფტი. 3. უნიკოდ შრიფტები.
1) და 2) ტიპის შრიფტები არის 8 ბიტიანი კოდირების.
არაალტერნატიული შრიფტში ქართული ასოები არის ინგლისური ასების მაგივრად და შესაბამისად ეს შრიფტი შეიცავს მხოლოდ ერთი ენის - ქართულის შესაბამის ასოებს და სიმბოლოებს. ამ შრიფტის დადებითი მხარე არის ის რომ მის გამოყენებას არ ჭირდება არანაერი ენობრივი მხარდაჭერა, იქ სადაც მუშაობს ინგლისური შრიფტი, იმუშავებს არაალტერნატიულიც, ამას გარდა მისი აკრეფა შესაძლოა სტანდარტული ინგისური კლავიატურის დრაივერით, ამ დროს ქართული ასოები ძირითადად ემთხვევა შესაბამის ინგლისურ ასოებს. მაგრამ ამ ფონტს გააჩნია რამდენიმე საკმაოდ დიდი ნაკლი,
ა) შეუძლებელია ამ შრიფტით ერთდორულად ლათინური და ქართული სიმბოლოების გამოყენება, მაგალითად შეუძლებელია ასეთი ტექსტი აკრეფა - "კომპიუტერი Pentium III" (აიკრიფება "კომპიუტერი Pენტიუმ III");
ბ) შეუძლებელია ასეთ ტექსტში სრულყოფილი ძებნის და სორტირების გამოყენება, იმის გამო რომ ინგლისური დიდი და პატარა ასოები ძებნისას განიხილება როგორც იდენტური;
არალტერნატიული შრიფტების მაგალითებია აკადნუსხური, ლიტნუსხური და ა.შ.
ალტერნატიულ შრიფტებში გამოსწორებულია პრობლემა ა) მაგრამ არაა გამოსწორებული პრობლემა ბ) სრულყოფილად. ალტერნატიული ფონტების უმეტესობა იყენებს კოდირებას GESCII რომელიც დამტკიცებულია სტანდარტიზაციის დეპარტამენტთან არსებული სტანდარტიზაციის კომიტეტში და ამ სტანდარტმა ტავის დროზე დადებითი როლი ითამაშა არაალტერნატიული შრიფტების ჩანაცვლებაში. ასეთი შრიფტების მაგალითებია geo_arial, geo_times და ა.შ.
უნიკოდ შრიფტებში ყველა ზემოთხსენებული პრობლემა არის აღმოფხვრილი, იგი რეკომენდირებულია ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დღეისათვის მაიკროსოფტის მიერ წარმოებული ყველა მასიური პროდუქტი უზრუნველყოფს უნიკოდ კოდირებით მუშაობას და უნიკოდ ფონტების გამოყენებას. უნიკოდის დღევანდელი ვერსია შეიცავს ქართულ ანბანს და ამიტომ ქართუილთან პრობლემები არ იქნება უნიკოდის გამოყენებისას. უნიკოდ შრიფტის მაგალითია Sylfaen .
Tuesday, February 22, 2011
Thursday, February 10, 2011
ფასიანი და უფასო კომპიუტერული პროგრამები
მაგალითად ლინუქსი არის ღია კოდის,ვრცელდება GNU GPL ლიცენზიით შესაბამისად უფასოა,ხოლო რაც შეეხება ვინდოუსს იგი არის ფასიანი და მისი არალიცენზირებული გამოყენება კანონით დაუშვებელია..ლინუქსიუფასოა, შესაბამისად არ არის საჭირო ფულის გადახდა ,რეალური ეკონომიაა ვინდოუსთან შედარებით,მეორე_ღია კოდისაა,ანუ ყველას თუ სურვილი და შესაძლებლობა აქვს შეუძლია საკუთარ ჭკუას მორგებული ოპერაციული სისტემა შექმნას. ხშირად შევსწრებივარ კამათს ეს ლინუქსი კარგია,მაგრამ ის რაც მეორეს აქვს, ამას არ აქვს და ა,შ. არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონებს,რადგანაც ირღვევა საავტორო უფლებები,მაგ:ნებისმიერი კომპანია,რომელიც აღმოაჩენს რომ თქვენ იყენებთ მის პროგრამულ უზრუნველყოფას და მას ფულს არ უხდით,გიჩივლებთ სასამართლოში და მოგიგებთ კიდეც,თან რათქმაუნდა დამატებით თანხასაც აგახევენ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია არალიცენზირებულ ვინდოუსს იყენებს სახლში,ახლა მაიკროსოფტმა რომ გვიჩივლოს,იმის საფუძველზე რომ ჩვენ მათ სისტემას არალიცენზირებულად ვიყენებთ და არ ვართ ჩართული Microsoft Software Assurance-ში,დავას წავაგებთ.იუზერები რათქმაუნდა გაჯიუტდებიან,მაგრამ დარწმუნებული ვარ კომპანიის კომენტარი ასეთი იქნება: ჩვენ არავის ვაძალებთ ჩვენი სისტემის გამოყენებას,ვისაც არ სურს ფულის გადახდა შეუძლია ლინუქსი დააყენოს,მაგრამ რახან დააყენე და გამოიყენე,ნება იბოძე და ფული გადაგვიხადე,თორემ მოგიწევს არამარტო ამ ფასის, არამედ აგრეთვე საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
საავტორო უფლებები ყველაზე მტკივნეული თემაა არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედია სივრცისთვის, თუმცა განსხვავება ერთია – უცხოურ, ძლიერ და პოპულარულ ინტერნეტ-რესურსებზე საავტორო უფლებების კონტროლი მაქსიმალურად არის გამკაცრებული, გიგანტი საძიებო კომპანიები (როგორიცაა Google, Yahoo! და სხვ.)
21 საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაა. ჩემი აზრით კი საქაერველოში ელემეტარული განათლების დონეზეც არ არის კომპიუტერული ცოდნა. საქარტველოს მოსახლეობის მხოლოდ 12 % იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს, როცა ეს მაცჩვენებელი საზღვარგარეთ ტიტქმის 100% პროცენტს აღწევს.
მადლობთ ყურადღებისთვის...

Sunday, February 6, 2011
ოპერაციული სისტემები
ოპერაციული სისტემა სპეციალური კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს (software), ასევე კომპიუტერის სისტემის შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის.
თითოეული კომპიუტერი აუცილებლად კომპლექტდება ოპერაციული სისტემით, რომელთაგან თითოეულისათვის იქმნება გამოყენებითი პროგრამების დამატებების თავისი ნაკრები უმეტესობა ოპერაციული სისტემებისა მოდიფიცირგება ან სრულყოფილი ხდება ახალი შესაძლებლობების ჩართვით და შეცდომების გასწორების გზით. მემკვიდრეობითობის შენარჩუნების მიზნით ოპერაციული სისტემის ახალ მოდიფიკაციის რჩება იგივე სახელი და იღებს ვერსიის დასახელებას.
არსებობს ოპერაციული სისტები 4 კატეგორია: ვიდოუსი, ლინუქსი, იუნიქს, Mac OS.
გამოკიტხვებიდან ჩანს რომ ქართველი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი 75% Windows Microsoft XP ანიჭებს უპირატესობას, ხოლო 25% ლინუქს/იუნიქს.
მადლობა ყურადღებისთვის ...

Subscribe to:
Posts (Atom)